ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის თასის მეოთხედფინალში „ატალანტას“ დაუპირისპირდება. ცნობილია ტურინელთა განაცხადი აღნიშნული მატჩისთვის.
„იუვეს“ დაუბრუნდნენ სამი ხედირა და მირალემ პიანიჩი, ხოლო მარიო მანჯუკიჩი მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიში დაიწყო, ამჯერად სიაში ვერ მოხვდაა.მარტინ კასერესი კი, „იუვეში“ დაბრუნების შემდეგ პირველად მოხვდა განაცხადში.
მეკარეები – შჩესნი, პინსოლიო, პერინი
მცველები – დე შილიო, კიელინი, კასერესი, ალექს სანდრო, კანსელუ, რუგანი, სპინაცოლა
ნახევარმცველები – პიანიჩი, ხედირა, მატუიდი, ემრე ჯანი, ბენტანკური
თავდამსხმელები – რონალდუ, დიბალა, დუგლას კოშტა, კინი, ბერნარდესკი
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ატალანტას“ შორის,იტალიის თასის მეოთხედფინალური შეხვედრა, დღეს ბერგამოში გაიმართება.მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.