„იუვენტუსი“ კიდევ ერთ სპონსორს ეძებს
„იუვენტუსი“ კიდევ ერთ სპონსორს ეძებს

ტურინის „იუვენტუსი“ კიდევ ერთ სპონსორს ეძებს. „ტუტოსპორტის“ ინფორმაციით, ტურინული გუნდის ახალი სპონსორის ლოგო გუნდის მაისურის სახელოზე იქნება გამოსახული.

აღნიშნული შესაძლებლობა რამდენიმე იტალიურმა გუნდმა უკვე გამოიყენა – „კალიარიმ“, „სპალმა“, „ტორინომ“, „ატალანტამ“ და „ფიორენტინამ“.

როგორც იტალიური გამოცემა ვარაუდობს, ახალი სპონსორი „იუვეს“ წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ევროს მოუტანს.