„იუვენტუსს“ კიდევ 20 ქულის ჩამორთმევა ემუქრება #1TVSPORT
„იუვენტუსს“ კიდევ 20 ქულის ჩამორთმევა ემუქრება #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსს“, შესაძლოა, ისევ ჩამოართვან ქულები.

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს გამოძიებას ფეხბურთელების ხელფასებთან დაკავშირებით კლუბის მაქინაციებზე პანდემიის პერიოდში. როგორც გაზეთი Corriere dello Sport-ი წერს, ფედერაციის მთავარი პროკურორი აპირებს, მოითხოვოს „იუვენტუსისგან“ 20 ქულის ჩამოკლება.

საქმე 29 იანვარს უნდა დახურულიყო, მაგრამ, ახალი დოკუმენტების აღმოჩენასთან დაკავშირებით, ფედერაციის პროკურატურამ კიდევ 40 დღით მოითხოვა გამოძიების ვადის გაზრდა. ვერდიქტი მარტში უნდა გამოცხადდეს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ უკვე ჩამოაკლეს 15 ქულა ფინანსური მაქინაციებისთვის. ამ მომენტისთვის ტურინელები მე-13 ადგილზე არიან სერია A-ში.