ტურინის იუვენტუსს ინგლისური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი რაიან სესენიონი დაუკავშირეს. ბრიატნული გამოცემა სანის ინფორმაციით, ფულჰემის 19 წლის ფეხბურთელში ტურინელები მზად არიან 45 მილიონი ევრო გადაიხადონ.
სესენიონი მარცხენა ფლანგის მოთამაშეა, რომელსაც მთელი ფლანგის კონტროლი შეუძლია. მას გასული სეზონი ჰქონდა გამორჩეული, როდესაც ჩემპიონშიფის 52 თამაშში 16 გოლი გაიტანა. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში კი 32-ჯერ ითამაშა და თავი ორჯერ გამოიჩინა.
ფეხბურთელს მსურველები არ აკლია და იუვეს გარდა ინტერესს მანჩესტერი იუნაიტედი, ტოტენჰემი, ლივერპული, პარი სენ-ჟერმენი და დორტმუნდი იჩენენ.
საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ფულჰემი პრემიერლიგიდან გავარდა და ამან შესაძლოა რაიანის გუნდიდან წასვლა დააჩქაროს.