„იუვენტუსს“ ჰამზა რაფიამ მოაგებინა
„იუვენტუსს“ ჰამზა რაფიამ მოაგებინა

იტალიის თასის გათამაშების 1/8 ფინალში „იუვენტუსს“ გამარჯვება გაუჭირდა. „ჯენოას“ წინააღმდეგ მატჩი მასპინძლებისთვის იდეალურად დაიწყო. „ბებერი ქალბატონი“ დეიან კულუსევსკისა და ალვარო მორატას გოლებით 22 მეორე წუთისთვის უკვე 2:0 იგებდა, თუმცა, ამის შემდეგ ფავორიტები მოდუნდნენ და დაისაჯნენ.

„ჯენოამ“ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა. ანდრეა პირლომ სათადარიგოთა სკამიდან თამაშში კრიშტიანუ რონალდუც ჩართო, თუმცა თამაშის გმირი ტურინელების ახალგაზრდა ტუნისელი ნახევარმცველი, ჰამზა რაფია გახდა, რომელმაც „იუვენტუსის“ მთავარ გუნდში დებიუტი გამარჯვების გოლით აღნიშნა. საბოლოოდ „იუვენტუსმა“ 3:2 მოიგო და იტალიის თასის 1/4 ფინალში გავიდა.