ტურინული გრანდი „ვალენსიას“ ნახევარმცველით, ფერან ტორესით დაინტერესდა და უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფეხბურთელის გუნდში გადმოყვანას შეეცდება, – იუწყება ESPN.
წყაროს ინფორმაციით, იტალიური კლუბის წარმომადგენლები „ვალენსიას“ ხელმძღვანელობას უკვე დაუკავშირდნენ და ტორესის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებენ.
ფერან ტორესის კონტრაქტი „ვალენსიასთან“ 2021 წელს იწურება და დიდი ალბათობით, ესპანური მხარე შეეცდება, რომ ფეხბურთელი წელსვე გაასხვისოს, რათა ამ უკანაკნელმა გაისად კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით არ დატოვოს.
მიმდინარე სეზონში ტორსემა „ღამურების“ შემადგენლობაში 40 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.