იუვენტუსს დე ლიხტის გადაბირების იმედი აქვს
იუვენტუსს დე ლიხტის გადაბირების იმედი აქვს

იტალიის ჩემპიონი ტურინის იუვენტუსი დაცვის ხაზის გაძლიერებას ამსტერდამის აიაქსის ახალგაზრდა ფეხბურთელით აპირებს. როგორც „ტუტოსპორტი“ წერს, ტურინელები ზაფხულში მატეის დე ლიხტის შეძენას ეცდებიან.

როგორც ვარაუდობენ, აიაქსის კაპიტნის გადაბირების უფრო მეტი შანსი ბარსელონას აქვს, რადგან მან უკვე გაიფორმა ამსტერდამული კლუბის კიდევ ერთი ლიდერი ფრენკი დე იონგი, რომელიც დე ლიხტის მეგობარია. ამ დუეტს არაერთხელ დაუდასტურებია, რომ ერთ კლუბში სურთ კარიერის გაგრძელება. თუმცა, ტურინში იმედოვნებენ, რომ შეძლებენ ფეხბურთელთან და აიაქსთან შეთანხმების მიღწევას.

19 წლის დე ლიხტმა ამ სეზონში 18 მატჩი ჩაატარა ერედივიზიონში და ორი გოლი გაიტანა.