„იუვენტუსი“ „ბარსელონას“ გერმანელი მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შეძენას გეგმავს, – იუწყება Football Italia.
წყაროს ინფორმაციით, ტურინელები ტერ შტეგენის იტალიაში გადმოყვანას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეეცდებიან.
27 წლის გერმანელმა მეკარემ მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში 25 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 20 გოლი და ხუთ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.