„იუვენტუსს“ არ სურს რონალდოსთან კონტრაქტის გაგრძელება #1TVSPORT
„იუვენტუსს“ არ სურს რონალდოსთან კონტრაქტის გაგრძელება #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო, სავარაუდოდ, არ გააგრძელებს კონტრაქტს იტალიურ გუნდთან.

როგორც Sky Italy-ის რეპორტიორმა პაოლო ატემომ აღნიშნა, პორტუგალიელი ნამდვილად დარჩება „იუვენტუსში“ ამ ზაფხულს, რადგან არ აქვს გუნდის დატოვების შესაძლებლობა. უფრო მეტიც, კრიშტიანოს არ გაუკეთებია მინიშნება იმის შესახებ, რომ გუნდიდან წასვლა სურს.

„იუვენტუსი“ არ არის მზად შესთავაზოს პორტუგალიელს ახალი კონტრაქტი. ამის მიზეზია რონალდოს მაღალი ხელფასი – 31 მილიონი ევრო წელიწადში. ამიტომაც, ამჟამად მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და კლუბში საერთოდაც არ ფიქრობენ ამგვარ ვარიანტზე.