„იუვენტუსმა“ სტურარო „ჯენოაში“ იჯარით გაანათხოვრა
„იუვენტუსმა“ სტურარო „ჯენოაში“ იჯარით გაანათხოვრა

„იუვენტუსმა“ სტეფანო სტურარო, როგორც მოსალოდნელი იყო, „ჯენოაში“ გაანათხოვრა. ინფორმაცია მხარეებმა ოფიციალურად დაადასტურეს.

გარიგების თანახმად, სტურარო მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს, ხოლო „იუვემ“ 1.5 მილიონი ევრო მიიღო. ზაფხულში „ჯენოას“ 25 წლის იტალიელი ნახევარმცველის გამოსყიდვა 8.5 მილიონ ევროდ შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ სტურარო „ტურინელებს“ 2015 წლის იანვარში შეუერთდა და შავ-თეთრი მაისურით 90 მატჩში სამი გოლი გაიტანა.