„იუვენტუსმა“, შესაძლოა, შემდეგ სეზონში სერია ა-ში ვეღარ ითამაშოს #1TVSPORT
„იუვენტუსის“ წარუმატებლობა ამ სეზონში გრძელდება. „ბებერმა ქალბატონს“, იმ შემთხვევაში თუ ევროპის სუპერლიგას არ დატოვებს, ჩემპიონთა ლიგასთან ერთად იტალიის სერია A-დან მოკვეთაც ემუქრება, – ამის შესახებ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ განაცხადა.
„თუ სერია A-ს ახალი სეზონისთვის რეგისტრაციის დროს „იუვენტუსი“ კვლავ ევროპის სუპერლიგის წევრი იქნება, გუნდი ჩემპიონატში ვერ მიიღებს მონაწილეობას. არსებობს წესი, რომელიც მკაფიოდ და ზუსტად არის წარმოდგენილი ფედერაციის წესდებაში“.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წესდების მიხედვით, გუნდებს არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ ტურნირში, რომელიც უეფა-ს ან ფიფა-ს მიერ არ არის ორგანიზებული და პარალელურად ითამაშონ სერია A-ში.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ გარდა, სუპერლიგაში გაწევრიანებულები არიან მადრიდის „რეალი“ და კატალონიის „ბარსელონა“. ყველა ამ გუნდის წინააღმდეგ უეფა და ფიფა სერიოზულ სანქციებს გეგმავს.