იტალიის ჩემპიონატის მე-16 ტურში მე-15 გამარჯვება მოიპოვა „იუვენტუსმა“. ტურინულ დერბიში ლიდერს დიდი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ 1:0 მოიგო, ისიც კრიშტიანუ რონალდუს პენალტით.
ეს პორტუგალიელის მე-11 გოლი იყო ჩემპიონატში და ის „ჯენოას“ ფორვარდ პიონტეკს გაუტოლდა. გარდა ამისა, ეს არის მე-5000 გოლი „იუვენტუსისთვის“ სერია A-ში.
„იუვენტუსმა“ TOP5 ჩემპიონატების საუკეთესო სტარტი გაიმეორა – 16 მატჩში 15 მოგება და ერთი ფრე. ასეთი შედეგი ჰქონდათ ადრე „ტოტენჰემს“ (1960-61), „ბარსელონას“ (2012-13) და „მანჩესტერ სიტის“ (2017-18).
„იუვენტუსს“ 46 ქულა აქვს და 11 ქულით უსწრებს „ნაპოლის“, რომელსაც მე-16 ტურში ჯერ არ უთამაშია.