„იუვენტუსმა“ სამი ნახევარმცველი დააყენა ტრანსფერზე #1TVSPORT
„იუვენტუსმა“ სამი ნახევარმცველი დააყენა ტრანსფერზე #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსის“ კიდევ სამი ფეხბურთელი დააყენეს ტრანსფერზე. ლეონარდო ბონუჩის შემდეგ, კლუბმა შეიძლება გაყიდოს სამი ნახევარმცველი – დენის ზაკარია, უესტონ მაკენი და არტური.

ამ სამიდან ვერცერთი ვერ მოხვდა ახალი სეზონის განაცხადში. ამის შესახებ დაწერა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.

შეგახსენებთ, რომ ლეონარდო ბონუჩიც გამოიყვანეს ტურინელთა შემადგენლობიდან. „იუვენტუსი“ ემზადება ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურნეში გასამგზავრებლად და ნახსენები ფეხბურთელები გუნდთან ერთად არ გაფრინდებიან.