„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური მეოთხე ტურის წინ საჯარიმოების დარტყმა აუკრძალა კრიშტიანუ რონალდუს. ამის შესახებ იტალიელმა სპეციალისტმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.
„რონალდუ ძალიან გონიერი ბიჭია. მან იცის, რომ პიანიჩი და დიბალა შესანიშნავად ასრულებენ საჯარიმო დარტყმებს. საჯარიმოსთან ახლოს სტანდარტული მდგომარეობებიდან სწორედ ეს ფეხბურთელები დაარტყამენ. რონალდუს ექნება გატანის შანსი უფრო შორი დისტანციებიდან“, – განაცხადა ალეგრიმ.
„იუვენტუსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ დაპირისპირება 7 ნოემბერს გაიმართება.