იტალიის სერია A-ში 27-ე ტური დაიწყო და ერთ-ერთმა პირველმა თავისი შეხვედრა გათამაშების ცხრილის ლიდერმა „იუვენტუსმა“ ჩაატარა. მან სტუმრად 2:0 დაამარცხა „ბოლონია“.
ტურინელებმა პირველ ტაიმში მოიპოვეს გადამწყვეტი უპირატესობა, როცა 23-ე წუთზე კრიშტიანო რონალდომ გამოიყენა მატეის დე ლიგტის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი, 36-ე წუთზე კი პაულო დიბალამ ფედერიკო ბერნარდესკის ქუსლით პასის შემდეგ მოჭრილი დარტყმით ორამდე გაზარდა უპირატესობა.
„იუვენტუსმა“ ამ მოგებით 66 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე მყოფ „ლაციოს“ ოთხი ქულით დაშორდა, თუმცა, რომაულ კლუბს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.