ნახევარმცველმა ადრენ რაბიომ ტურნის „იუვენტუსთან“ ხელშეკრულება გაახანგრძლივა. როგორც ტურინული კლუბის პრესსამსახური იუწყება, ახალი კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.
რაბიო „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში ნახევარმცველმა ტურინულ გუნდში 177 მატჩი ჩაატარა, გიტანა 17 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. 2019/20 წლების სეზონში კი რაბიომ „იუვენტუსთან“ ერთად იტალიის ჩემპიონობა იზეიმა.
გასულ სეზონში 28 წლის ფეხბურთელმა „იუვენტუსის“ შემადგენლობაში 48 მატჩი ჩაატარა, ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა და მეტოქის კარი 11-ჯერ აიღო.