„იუვენტუსმა“ ქენან ილდიზი სამი თვით დაკარგა #1TVSPORT

19:08, 26.08.2026

ტურინის „იუვენტუსის“ გარემარბი ქენან ილდიზი ხანგრძლივი დროით გამოვიდა მწყობრიდან.

21 წლის ფეხბურთელმა ტრავმა სერია A-ს პირველი ტურის მატჩში მიიღო „ფროზინონეს“ წინააღმდეგ.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, სამედიცინო შემოწმებამ ტერფის ძვლის მოტეხილობა აჩვენა. სავარაუდოდ, თურქ ფეხბურთელს ოპერაცია დასჭირდება.

ვარაუდობენ, რომ ილდიზს დაახლოებით სამი თვის გამოტოვება მოუწევს. კლუბში იმედოვნებენ, ფეხბურთელი ნოემბრის სანაკრებო პაუზისთვის შეძლებს გამოჯანმრთელებას.

მსგავსი