„იუვენტუსმა“ პირველი ქულები დაკარგა
„იუვენტუსმა“ პირველი ქულები დაკარგა

იტალიის სერია A-ს მესამე ტურში მოქმედმა ჩემპიონმა „იუვენტუსმა“ ვერ შეძლო სტუმრად „ფიორენტინას“ დამარცხება. შეხვედრა ანგარიშით 0:0 დასრულდა და შედეგად, ტურინულმა კლუბმა პირველი ქულები დაკარგა ახალ სეზონში. „ფიორენტინასთვის“ კი ეს იყო პირველი ქულა ჩემპიონატში.

ფლორენციულმა კლუბმა ამ ფრით შეწყვიტა „იუვენტუსთან“ ოთხმატჩიანი წაგებათა სერია. „იუვენტუსმა“ კი ზედიზედ მესამე გასვლითი მატჩი ვერ მოიგო სერია A-ში.

მაურციო სარის გუნდი შვიდი ქულით ლიდერობს გათამაშების ცხრილს, მაგრამ „ინტერსა“ და „ტორინოს“, რომლებსაც ორი ტურის შემდეგ ექვს-ექვსი ქულა აქვთ, შეუძლიათ „იუვენტუსის“ გასწრება.

„იუვენტუსმა“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

შჩესნი, დანილო (62. კუადრადო), სანდრო, ბონუჩი, დე ლიგტი, მატუიდი, პიანიჩი (44. ბენტანკური), ხედირა, დუგლას კოშტა (8. ბერნარდესკი), კრიშტიანო რონალდო, იგუაინი.