იტალიის ჩემპიონმა „იუვენტუსმა“ დიდი ანგარიშით დაამარცხა „ნოვარა“ ამხანაგურ მატჩში.
შეხვედრა ტურინული კლუბის ბაზაზე გაიმართა და 5:0 დასრულდა.
გოლები გაიტანეს: კრიშტიანო რონალდომ (მე-20 წუთი), რემზიმ (56), პიაცამ (66) და პორტანოვამ (90+1, 90+3).
ეს იყო პირველი მატჩი „იუვენტუსის“ ახალი მთავარი მწვრთნელისთვის ანდრეა პირლოსთვის. 41 წლის სპეციალისტმა გუნდი რვა აგვისტოს ჩაიბარა.
პირველ ოფიციალურ შეხვედრას „იუვენტუსი“ 20 სექტემბერს სერია A-ში „სამპდორიას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
„ნოვარა“ სერია C-ში გამოდის.