ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა პაულო დიბალამ მორიგი ტესტი ჩააბარა კორონავირუსის ინფექციაზე.
არგენტინელმა ორმაგი ტესტრირება გაიარა და შედეგი უარყოფითი იყო. ამ მომენტისთვის, ფეხბურთელი სრულად გამოჯანმრთელდა და აღარ არის ვალდებული დაიცვას კარანტინი სახლის პირობებში.
შეგახსენებთ, რომ ერთი თვის განმავლობაში, დიბალას შესახებ სამჯერ გავრცელდა ინფორმაცია ჯერ გამოჯანმრთელებისა და შემდეგ განმეორებით დაინფიცირების შესახებ.
დიბალამ ამ სეზონში სერია A-ში 24 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი პასი შეასრულა.