„იუვენტუსმა“ ორ შეხვედრაში ექვსი გოლი, რვა წელიწადში პირველად გაუშვა
იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურში, ტურინის „იუვენტუსი“ „პარმას“ დაუპირისპირდა და მეტოქესთან შედეგიანი ფრე – 3:3 დააფიქსირა. საინტერესოა, რომ „ბებერმა ქალბატონმა“ ბოლო ორ ოფიციალურ შეხვედრაში 3-3 გოლი გაუშვა, რაც 2011 წლის შემდეგ გუნდისთვის ყველაზე ცუდი შედეგია.
2011 წლის იანვარში „პარმამ“ „იუვენტუსი“ ანგარიშით 4:1 დაამარცხა, ზუსტად სამი დღის შემდეგ კი ტურინული გრანდი „ნაპოლისთან“ ანგარიშით 3:0 დამარცხდა.