ტურინის „იუვენტუსმა“ გამოაცხადა „რომას“ მცველის, ლუკა პელეგრინის ტრანსფერის შესახებ. ახალგაზრდა იტალიელ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2023 წლამდე იქნება ძალაში. ტრანსფერის თანხამ კი 22 მილიონი ევრო შეადგინა.
20 წლის პელეგრინიმ 2018-19 წლების სეზონის მეორე ნახევარი იჯარით “კალიარიში” გაატარა, სადაც 12 მატჩში ერთი საგოლე პასი შეასრულა.
პარალელურად, საპირისპირო მიმართულებით „იუვენტუსიდან“ „რომაში“ წავიდა ლეონარდო სპინაცოლა. 26 წლის მცველმაც ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი ტრანსფერი კი 29.5 მილიონი ევრო დაჯდა.