ესპანური პრესის ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ ხორვატმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა, შესაძლოა, კარიერა „იუვენტუსში“ გააგრძელოს.
იტალიის ჩემპიონის ხელმძღვანელობა ნახევარდაცვის გაძლიერების გზებს ეძებს და ამისთვის მოდრიჩს იდეალურ კანდიდატურად მიიჩნევს. თავის მხრივ, ხორვატი ძველებურად ლაღად ვეღარ გრძნობს თავს მადრიდის სამეფო კლუბში და ჯერჯერობით მიმდინარე სეზონში საქმეები არც ისე კარგად მისდის.
სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ, მოდრიჩის მიმართ მილანის „ინტერის“ ინტერესის შესახებაც დაწერეს.