„იუვენტუსმა“ კორეის ლიგის ვარსკვლავებს ვერ მოუგო
„იუვენტუსმა“ კორეის ლიგის ვარსკვლავებს ვერ მოუგო

ტურინის „იუვენტუსმა“ აზიური ტურნე დაასრულა. იტალიის ჩემპიონმა ბოლო მატჩი სეულის „მსოფლიოს თასის“ სტადიონზე ჩაატარა სამხრეთ კორეის K-ლიგის ვარსკვლავების ნაკრების წინააღმდეგ.

შეხვედრის დებიუტი ორი გოლი გავიდა: მე-6 წუთზე ესპანელმა ოსმარმა მასპინძლები დააწინაურა, მე-7 წუთზე სიმონე მურატორემ გაათანაბრა.

39-ე წუთზე „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ მოულოდნელად მეკარე შჩესნი პინსოლიოთი შეცვალა, რომელმაც ორი გოლი გაუშვა – 45-ე წუთზე ბრაზილიელი ჩეზინიასგან, 50-ე წუთზე კი ავსტრალიელი ადამ ტაგარტისგან.

სარიმ მინდორზე ჯანლუიჯი ბუფონი შეუშვა და ლეგენდას გოლი არ გაუშვია, მისმა თანაგუნდელებმა კი შეძლეს თამაშის გადარჩენა – შეცვლაზე შესული ბლეზ მატუიდისა (78-ე წუთი) და მატეუს პერეირას (82-ე წუთი) გოლებით – 3:3.

ტურინელთა რიგებში არ უთამაშია კრიშტიანუ რონალდუს.

ამ მატჩის გარდა, „იუვენტუსმა“ აზიაში საერთაშორისო ჩემპიონთა თასის რანგში ორი შეხვედრა ჩაატარა: 2:3 წააგო „ტოტენჰემთან“ (სინგაპურში) და პენალტებით მოუგო „ინტერს“ (1:1, 4:3) ჩინეთში.

K-ლიგის ნაკრების წინააღმდეგ „იუვენტუსმა“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

შჩესნი (39. პინსოლიო/60. ბუფონი), ჟოაო კანსელო (86. დი პარდო), რუგანი (60. ბონუჩი), დე ლიგტი, ბერუატო (65. კოკოლო), მურატორე (72. პერეირა), პიანიჩი (60. რაბიო), ემრე ჯანი (60. მატუიდი), ბერნარდესკი, იგუაინი (70. მავიდიდი), მანჯუკიჩი.