სერია A-ს მე-15 ტური „იტალიური დერბით“ გაიხსნა. ჩემპიონატის ლიდერმა „იუვენტუსმა“ მესამე ადგილზე მყოფ „ინტერს“ უმასპინძლა, რომელიც ტურინელებს 11 ქულით ჩამორჩებოდა.
„იუვენტუსმა“ პირველ ტაიმში 12 დარტყმა შეასრულა „ინტერის“ კარის მიმართულებით, მაგრამ შესვენებაზე გუნდები უგოლო ფრით გავიდნენ. საბოლოოდ, ლიდერს გამარჯვება მარიო მანჯუკიჩმა მოუტანა, რომელმაც 66-ე წუთზე ჟოაო კანსელოს ჩაწოდების შემდეგ მოახერხა გატანა – 1:0.
15 მატჩში „იუვენტუსს“ 14 მოგება და ერთი ფრე აქვს. ტურინულმა კლუბმა TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებისთვის 15 ტურის შემდეგ მოპოვებული ქულების (43) რეკორდი გაიმეორა.