ტურინის „იუვენტუსი“ განიხილავს 2020 წლის ზაფხულში „მანჩესტერ სიტის“ ფორვარდის გაბრიელ ჟესუსის გაფორმების ვარიანტს, – ამტკიცებს გამოცემა „ტუტოსპორტი“.
ამგვარი ინფორმაცია გაჩნა იმ ვარაუდების ფონზე, რომ „სიტის“ ფეხბურთელებმა, შესაძლოა, კლუბის დატოვება მოისურვონ უეფას მიერ დაწესებული სანქციების გამო. როგორც ცნობილია, ინგლისის ჩემპიონს ფინანსური ფეარ პლეის დარღვევისთვის მომავალ ორ სეზონში ევროასებზე გამოსვლის საშუალება არ ექნება.
22 წლის ჟესუსმა მიმდინარე სეზონში 33 ოფიციალურ მატჩში 16 გოლი გაიტანა.