დანიელი ფეხბურთელის კრისტიან ერიკსენის მომავალი კლუბი ჯერ კიდევ გაურკვეველია. მას „ბარსელონაში“, „რეალში“ ან „იუვენტუსში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის „რეალის“ ერიკსენისადმი დიდი ინტერესის გამო, „იუვენტუსში“ აპირებენ, რომ ესპანელებს დაასწრონ და დანიელი ფეხბურთელი ზამთარშივე შეიძინონ.
ამ ტრანსფერში „იუვენტუსი“ ადრიენ რაბიოს ჩართვას აპირებს, რომლის გასხვისებაც თითქმის გადაწყვეტილია. ფრანგმა კი მცირე სათამაშო დროის გამო უკმაყოფილება არაერთხელ გამოთქვა.