იტალიის ჩემპიონატის ლიდერს „იუვენტუსს“ დაახლოებით ათი დღით გარემარბი, დუგლას კოშტა გამოაკლდა. მიზეზი ის დაზიანებაა, რომელიც ბრაზილიელმა „პარმასთან“ მატჩში მიიღო, – წერს გაზეთი„კორიერე დელო სპორტი“ (Corriere dello Sport).
ინფორმაციაში წერია, რომ კოშტას კუნთი აქვს დაზიანებული და ტრავმის სიმძიმეს უახლოესი სამედიცინო შემოწმება დაადგენს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ბრაზილიელი ფეხბურთელი ჩრდილოეთ იტალიაში ერთ-ერთ ავტოსტრადაზე ავარიაში მოხვდა. თავად დუგლას კოშტას დაზიანება არ მიუღია, თუმცა მეორე მანქანის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს.