იტალიურ პრესაში ისევ დაიწერა „მილანის“ მეკარის ჯანლუიჯი დონარუმას მიმართ „იუვენტუსის“ დაინტერესების შესახებ. მილანური კლუბი ჯერაც ვერ მოელაპარაკა თავის მეკარეს კონტრაქტის გაგრძელების შესახებ, რომელსაც ზაფხულში გასდის ვადა. ამ სიტუაციით სარგებლობას აპირებს „იუვენტუსი“.
როგორც გაზეთი „კორიერე დელო სპორტი“ წერს, „იუვენტუსმა“ დონარუმას შესთავაზა ხელფასი – წელიწადში 10 მილიონი ევროს ოდენობით. ტურინელები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს ფეხბურთელის აგენტთან მინო რაიოლასთან.
„მილანში“ ჯანლუიჯი დონარუმა 6 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. თუ იტალიელი დატოვებს გუნდს და „იუვენტუსში“ გადავა, ტურინელები გამოეთხოვებიან პოლონელ ვოიცეხ შჩესტნის.