ტურინის „იუვენტუსმა” ახალი სეზონისთვის მეორე ტრანსფერი განახორციელა.
იტალიის ჩემპიონმა „ვალენსიადან” ჟოაო კანსელო შეიძინა. პორტუგალიელ ფეხბურთელთან 2023 წლის ზაფხულამდე გაფორმდა კონტრაქტი.
ტრანსფერის ღირებულებამ 40.4 მილიონი ევრო შეადგინა და „იუვენტუსი” ამ თანხას რამდენიმე ნაწილად გადაიხდის.
2017-18 წლების სეზონში, კანსელო იჯარის წესით მილანის „ინტერში” თამაშობდა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა” 21 ივნისს გამოაცხადა „ლივერპულიდან” გერმანელი ნახევარმცველის, ემრე ჩანის შეძენის შესახებ.