„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ახლოს არის „იუვენტუსში“ დაბრუნებასთან. როგორც იტალიელი ჟურნალისტი რომეო აგრესტი საკუთარ „ტვიტერზე“ წერს, 41 წლის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა შეათანხმა კონტრაქტი იტალიის ჩემპიონთან.
სავარაუდოდ, ბუფონი თავის ყოფილ კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. მეკარის ხელფასი 1.5 მილიონი ევრო იქნება, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ ჯანლუიჯი ბუფონს, რომელიც 2001-18 წლებში გამოდიოდა „იუვენტუსში“, სურს ტურინში დაბრუნება და თანახმაა ვოიცეხ შჩესნის დუბლიორის როლზე.