„იუვენტუსმა“ ბუფონთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
„იუვენტუსმა“ ბუფონთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა

„იუვენტუსის“ ლეგენდარული მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ფეხბურთის დატოვებას 42 წლის ასაკშიც არ აპირებს და ტურინულ კლუბთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა, – იუწყება Tuttosport.

გამოცემის ინფორმაციით, „იუვენტუსსა“ და ბუფონს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და ახალი კონტრაქტი 2021 წლამდე იქნება ძალაში. ფინანსური საკითხი იგივე რჩება და ბუფონი მიმდინარე კონტრაქტით გათალისწინებულ ანაზღაურებას მიიღებს.

ხელშეკრულება ოფიციალურად ჯერ არ გაფორმებულა და მხარეები პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნას ელოდებიან.