ტურინის „იუვენტუსმა“, რომლის ტექნიკური სპონსორია „ადიდასი“, 2021-22 წლების სეზონისთვის ახალი საშინაო ფორმა წარადგინა.
პრეზენტაციისას ახალი ფორმით ჩნდება ფორვარდი კრიშტიანო რონალდო, რომელიც, ჭორების მიხედვით, ამ სეზონის შემდეგ დატოვებს ტურინულ კლუბს.
მაისურის საყელოზე გაჩნდა წარწერა: „10 წელი შინ“, რაც მიანიშნებს „იუვენტუსის“ 10-წლიან გამოსვლის შესახებ „ალიანცის“ სტადიონზე.
ახალი ფორმით „იუვენტუსი“ 19 მაისს, იტალიის თასის ფინალში „ატალანტას“ წინააღმდეგ ითამაშებს.