„იუვენტუსმა“ 2006 წლის ჩემპიონობის დასაბრუნებლად ორი აპელაცია გააგზავნა
„იუვენტუსმა“ 2006 წლის ჩემპიონობის დასაბრუნებლად ორი აპელაცია გააგზავნა

ტურინის „იუვენტუსი“ 2005-06 წლების სეზონში მილანის „ინტერის“ ჩემპიონობას არ ეთანხმება და ბრძოლას იურიდიული მეთოდებით აგრძელებს.

კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ ამ კვირას გააგზავნა ორი აპელაცია ამ საქმესთან დაკავშირებით – იტალიის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციაში, – იტყობინება ItaSportPress.

„იუვენტუსმა“ იმ სეზონში მოიგო ჩემპიონატი, მაგრამ სერია B-ში კორუფციული სკანდალის გამო დააქვეითეს.

ტურინელებს ორი ჩემპიონობა ჩამოართვეს. 2004-05 წლებში „სკუდეტო“ გაუთამაშებელი დარჩა, 2005-06 წლებში კი ტიტული „ინტერს“ გადაეცა, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა და „იუვენტუსს“ 15 ქულით ჩამორჩა (იმ წელს, მეორე ადგილზე გასულ „მილანს“ 30 ქულა ჩამოაკლეს).