ბერგამოს „ატალანტას“ ნახევარმცველი დეიან კულუშევსკი, რომელიც იჯარის წესით „პარმაში“ თამაშობს, კარიერას ტურინის „იუვენტუსში“ გააგრძელებს. ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდა, – წელს ტურინული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
შვედეთის ნაკრების 19 წლის ფეხბურთელში იტალიის ჩემპიონმა 35 მილიონი ევრო გადაიხადა. კულუშევსკი „იუვენტუსს“ ზაფხულში შეუერთდება, მანამდე კი სეზონს „პარმაში” ჩაამთავრებს.
წლევანდელ სეზონში კულუვშესკიმ 17 მატჩი ჩაატარა სერია A-ში, ოთხი გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი პასი შეასრულა. შვედი დეკემბერში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.