ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებთან მოლაპარაკებები დაიწყო ხელფასთან დაკავშირებით. კერძოდ, გაზეთ Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიის ჩემპიონის ხელმძღვანელობამ თხოვა მოთამაშეებს – ოთხი თვე არ აიღონ ხელფასი.
გასულ სეზონში, როცა დაიწყო კორონავირუსის პანდემია, კლუბმა მოიგერია ფინანსური დარტყმა სწორედ ანალოგიური შეთანხმების წყალობით. მაშინ ფეხბურთელებს მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის ხელფასი დაუკავეს.
ამასთან, წყარო აღნიშნავს, რომ ამჯერად, კლუბს გაუჭირდება ფეხბურთელებთან მოლაპარაკება. ზოგიერთ მოთამაშეს უმთავრდება კონტრაქტი, ზოგიერთი არ აპირებს გუნდში დარჩენას 2021 წლის ივნისის შემდეგ.
ასევე ამტკიცებენ, რომ გუნდში იდეალური სიტუაცია არ არის, რამაც შეიძლება გაართულოს მოლაპარაკებები.