„იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა უგოლოდ დასრულდა - კონტემ კვარაცხელია 73-ე წუთზე შეცვალა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ იტალიის სერია A-ს მეხუთე ტურის შეხვედრაში სტუმრად „იუვენტუსს“ შეხვდა. მატჩი გოლების გარეშე დასრულდა – 0:0.
ანტონიო კონტე მთელი თამაშის განმავლობაში საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ფიქრობდა და „ნაპოლი“ დიდი ძალებით შეტევაზე არ გადადიოდა.
შეხვედრის მეორე ტაიმში, 73-ე წუთზე „ნაპოლის“ მწვრთნელმა გუნდის შემტევი ხაზი მთლიანად შეცვალა, კონტემ მოედნიდან კვარაცხელია, ლუკაკუ და პოლიტანო გაიყვანა, მათ ნაცვლად კი ფოლორუნშო, ნერეში და სიმეონე შეიყვანა.
ხუთი ტურის შემდეგ „ნაპოლის“ იტალიის ჩემპიონატში 10 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა.