„იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა პოსტი დატოვა #1TVSPORT
„იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა პოსტი დატოვა #1TVSPORT

ფაბიო პარატიჩი ტოვებს „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორის პოსტს. ტურინული კლუბის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა არ გააგრძელოს კონტრაქტი, რომელსაც 30 ივნისს ეწურება ვადა, – წერს „იუვენტუსის“ პრესსამსახური.

პარატიჩი „იუვენტუსში“ სამუშაოდ 2010 წელს „სამპდორიადან“ მივიდა. თავიდან ის ტექნიკური განყოფილების კოორდინატორი იყო, 2011-12 წლების სეზონიდან კი სპორტული დირექტორი გახდა.

დასრულებულ სეზონში „იუვენტუსმა“ მეოთხე ადგილი დაიკავა იტალიის ჩემპიონატში, ჩემპიონთა ლიგაზე კი მერვედფინალიდან გამოეთიშა ბრძოლას.