„იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი - კრიშტიანო მომდევნო სეზონში ჩვენთან იქნება
„იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი - კრიშტიანო მომდევნო სეზონში ჩვენთან იქნება

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ განაცხადა, რომ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო გააგრძელებს იტალიის ჩემპიონის რიგებში თამაშს 2020-21 წლების სეზონში. პორტუგალიელი, რომელსაც თებერვალში 35 წელი შეუსრულდება, „იუვესთან“ კონტრაქტით 2022 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული.

„ჩვენი აზრით, რონალდომ დაიმსახურა „ოქროს ბურთი“. ეჭვგარეშეა, ის დარჩება ტურინში მომდევნო სეზონში. მას სურს მოიპოვოს კიდევ ერთი „ოქროს ბურთი“ „იუვენტუსის“ შემადგენლობაში და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ.

რაც შეეხება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას, იანვარში არავის ვიყიდით და არც ვინმეს გაყიდვას ვაპირებთ. გამონაკლისი შეიძლება გახდეს მარიო მანჯუკიჩი“, – განაცხადა პარატიჩმა „სკაი სპორტ იტალიასთან“ კომენტარში.