„იუვენტუსის“ პრეზიდენტი სტადიონებზე ხალხის დაშვებას მოითხოვს
„იუვენტუსის“ პრეზიდენტი სტადიონებზე ხალხის დაშვებას მოითხოვს

ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ იტალიის ჩემპიონატის მატჩები მაყურებლების თანხლებით უნდა ჩატარდეს. ამ ინფორმაციას „ფუტბოლ იტალია“ ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად, ანიელი მიიჩნევს, რომ თავდაპირველად თითოეული სტადიონის მხოლოდ მეათედი უნდა გაივსოს და ნელ-ნელა ეს რაოდენობა 25 პროცენტამდე ავიდეს. ამასთანავე, დაცული უნდა იქნას სოციალური დისტანცია.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს იტალიის თასის მატჩების განახლებაა დაგეგმილი, 20 ივნისიდან კი სერია ა განახლდება. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მატჩები მაყურებლების გარეშე ჩატარდება.