„იუვენტუსის“ ბოსნიელი ფეხბურთელი მირალემ პიანიჩი „ბარსელონაში“ თამაშზე ოცნებობს, – წერს „მუნდო დეპორტივო“ (Mundo Deportivo.
გამოცემის ინფორმაციით, პიანიჩი ტურინულ კლუბს დიდი ალბათობით ამ ზაფხულს დატოვებს, როცა სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება და ბოსნიელ ფეხბურთელს ალბათ უკანასკნელი შანსი მიეცემა, ოცნება აისრულოს და „ბარსელონას“ ფორმა მოირგოს.
„იუვენტუსისა“ და „ბარსელონას“ წარმომადგენლები მირალემ პიანიჩის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.
ბოსნიელი ფეხბურთელის კონტრაქტი ტურინელებთან 2023 წლამდეა ძალაში.
მიმდინარე სეზონზე პიანიჩმა „იუვენტუსის“ შემადგენლობაში 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.