„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა დე ლიგტის წასვლა დაადასტურა #1TVSPORT
„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ დაადასტურა, რომ ნიდერლანდელი მცველი მატეის დე ლიგტი დატოვებს ტურინულ კლუბს.
„დე ლიგტი უკვე გაყიდულია. ჩვენ ვიპოვნით მის ადეკვატურ შემცვლელს სატრანსფერო ბაზარზე“, – მოჰყავს ალეგრის სიტყვები „იუვენტუსის“ პრესსამსახურს.
დიდი ალბათობით, დე ლიგტი კარიერას „ბაიერნში“ გააგრძელებს.