„იუვენტუსის“, „ბენფიკასა“ და „ლაიფციგის“ წინააღმდეგ - აჭარის ნაკრები გერმანულ ტურნირზე ითამაშებს #1TVSPORT
„იუვენტუსის“, „ბენფიკასა“ და „ლაიფციგის“ წინააღმდეგ - აჭარის ნაკრები გერმანულ ტურნირზე ითამაშებს #1TVSPORT

აჭარის ასაკობრივი საფეხბურთო ნაკრები 2-5 ივნისს მონაწილეობას მიიღებს პრესტიჟულ ტურნირზე, რომელიც გერმანიის ქალაქ ნიემჰაგენში გაიმართება, – ინფორმაციას აჭარის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ტურნირი 10 წლამდე ასაკის ბავშვებში გაიმართება. გერმანიაში ქართული გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ბერძენიშვილი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ტურნირზე ასევე დარეგისტრირდნენ ცნობილი ევროპული გრანდების აკადემიებიც, მათ შორის – „იუვენტუსი“, „ბენფიკა“, „პაოკი“, „ლაიფციგი“, „ფენერბახჩე“, პოზნანის „ლეხი“ და ბერლინის „უნიონი“. გამარჯვებისთვის, საერთო ჯამში, 40-ზე მეტი გუნდი იბრძოლებს.

გერმანიაში ჩასატარებელ შეჯიბრებაზე რეგისტრაციის წარმატებით დასრულებაში დიდი წვლილი შეიტანა აჭარის პლაჟის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯაბა ჭანტურიამ. ტურნირზე ნაკრები აჭარის სპორტის დეპარტამენტის სრული დაფინანსებით გაემგზავრება.