„იუვენტუსის“ აქციები 10 პროცენტით დაეცა
„იუვენტუსის“ აქციები 10 პროცენტით დაეცა

ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩის წაგების შემდეგ (0:2), საფონდო ბაზარზე „იუვენტუსის“ აქციათა ფასი 10 პროცენტით დაეცა.

ოთხშაბათს საღამოს, ვაჭრობის დახურვის წინ, ბირჟაზე „იუვენტუსის“ ერთი აქციის ღირებულება იყო 1.45 ევრო, მეორე დღეს დილით კი მათი ფასი 1.29 ევროს შეადგენდა.

გამოცემა „კალჩიოფინანზა“ (Calcio e Finanza) იტყობინება, რომ „იუვენტუსი“ თავის ღირებულებიდან 10.5 მილიონ ევროს დაკარგავს, თუ ვერ გავა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.

ატლეტიკოსა“ და „იუვენტუსის“ საპასუხო მატჩი ტურინში 12 მარტს გაიმართება.