„იუვენტუსის“ აპელაცია 2006 წლის ტიტულის ჩამორთმევაზე საბოლოოდ უარყვეს #1TVSPORT
„იუვენტუსის“ აპელაცია 2006 წლის ტიტულის ჩამორთმევაზე საბოლოოდ უარყვეს #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსის“ აპელაცია 2005-06 წლების სეზონის საჩემპიონო ტიტულის დაბრუნებაზე უარყოფილია.

ორშაბათს იტალიის სახელმწიფო საბჭომ უარყო „იუვენტუსის“ მორიგი მცდელობა, გააპროტესტოს გუნდისთვის 2006 წელს მოპოვებული ტიტულის ჩამორთმევა. „იუვენტუსმა“ აპელაცია შეიტანა, მოპასუხე მხარეები კი იყვნენ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია, „ინტერი“ და იტალიის ოლიმპიური კომიტეტი. ტიტული საბოლოოდ „ინტერს“ მიანიჭეს.

„იუვენტუსმა“ 2005-06 წლების სეზონი სარეკორდო 91 ქულით დაასრულა, მაგრამ იტალიურ ფეხბურთში „კალჩოპოლის“ სახელით ცნობილ კორუფციულ სკანდალში მონაწილეობის გამო ტიტული ჩამოართვეს, სერია B-ში დააქვეითეს და ჩემპიონად „ინტერი“ აღიარეს.