ტურინის „იუვენტუსი“, დიდი ალბათობით, მომავალი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩება, შესაბამისად, გუნდს დასჭირდება ხარჯების შემცირება.
2023 წლის ზაფხულში ტურინელები აპირებენ, გამოეთხოვონ ხუთ ფეხბურთელს – ხუან კუადრადოს, ანხელ დი მარიას, ლეანდრო პარედესს, ადრიენ რაბიოსა და ალექს სანდროს. მათი ხელშეკრულებები „იუვენტუსთან“ ზაფხულში იწურება.
კლუბის გამოთვლებით, ეს უნდა დაეხმაროს ტურინელებს დაახლოებით 70 მილიონი ევროს დაზოგვაში. ამასთან, „იუვენტუსი“ აპირებს კონტრაქტის გაგრძელებას კარლო პისოლიოსთან და არკადიუშ მილიკთან.
გარდა ამისა, „იუვენტუსს“ გეგმებში აქვს მეორე გუნდიდან ძირითადში დააწინაუროს საკუთარი აღზრდილები.