ესპანური გამოცემა მარკას (Marca) ინფორმაციით, ტურინის იუვენტუსი მადრიდის რეალის კიდევ ერთ ლიდერს, რაფაელ ვარანს აკვირდება. ფრანგი მცველის სახელს ყველაზე აქტიურად მანჩესტერ იუნაიტედს უკავშირებდნენ, თუმცა ახლა საქმეში ბებერი ქალბატონიც ჩაერთო.
ტურინული გრანდი მას ვეტერანი ჯორჯო კიელინის შემცვლელად მოიაზრებს.
მადრიდული სამეფო კლუბი ფეხბურთელში 80 მილიონ ევროს ითხოვს.