„იუვენტუსი“ უსემ აუარის სანაცვლოდ „ლიონს“ ბლეზ მატუიდის შესთავაზებს
„იუვენტუსი“ შეეცდება დაარწმუნოს „ლიონი“, რომ 21 წლის უსემ აუარს შეელიოს და საამისოდ ახალ შეთავაზებას ამზადებს. ფრანგები თავიანთი ახალგაზრდა ვარსკვლავის სანაცვლოდ 50 მილიონს ითხოვენ, ტურინელები კი აპირებენ, რომ მათ 32 მილიონი ევრო შესთავაზონ, დარჩენილი თანხის ნაცვლად კი ბლეზ მატუიდი დაუთმონ. ამ ინფორმაციას „ტუტოსპორტი“ ავრცელებს.
რამდენიმე ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ წინადადებით „იუვენტუსმა“ „ლიონს“ უკვე მიმართა, თუმცა ფრანგების პრეზიდენტმა მასზე უარი განაცხადა.
21 წლის აუარი ლიონის აღზრდილია. წლევანდელ სეზონში ახალგაზრდა ნახევარმცველმა მონაწილეობა 25 მატჩში მიიღო, სამი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.