ბრაზილიური „სან პაულუს“ ფორვარდი ბრენერ სოუზა და სილვა „იუვენტუსის“ ინტერესთა სფეროში მოექცა. იტყობინებიან, რომ 20 წლის ბრაზილიელი იტალიის ჩემპიონის ერთ-ერთი სამიზნე იქნება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს.
ბრენერის კონტრაქტი „სან პაულუსთან“ 2022 წლის ბოლომდეა გაფორმებული. ის 1.3 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
ბრაზილიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ფორვარდმა ცხრა გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.