„იუვენტუსი“ საფრანგეთის ნაკრების მცველით დაინტერესდა
23:29, 13.09.2018
ტურინულმა გრანდმა „შტუტგარტის“ მცველ ბენჯამენ პავარის მიმართ ინტერესი გამოიჩინა. როგორც Le10sort-ი იტყობინება, 22 წლის ფრანგი მოთამაშის შეძენით პირადად დაინტერესდა „ბიანკონერის“ მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი. მას სურვილი აქვს, სამომავლოდ რამოდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე დაიმატოს.
ასევე, პავარის მიმართ ინტერესს ესპანური „ბარსელონა“ და გერმანული „ბაიერნი“ გამოხატავენ. მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ფრანგმა „შტუტგარტის“ შემადგენლობაში ორი მატჩი ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ ბენჯამენ პავარი წელს გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია და თავი არგენტინის ნაკრების კარში გატანილი ულამაზესი გოლით დაგვამახსოვრა.